პირველი, რასთანაც კალციუმი ასოცირდება, ძვლები და მათი სიმტკიცეა. მართლაც, სწორედ ამ ელემენტის წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს…
კალციუმს, ძვლების სიმტკიცის შენარჩუნების გარდა, სხვა დანიშნულებას აქვს. ის პასუხისმგებელია სისხლძარღვების შეკუმშვასა და გაფართოებაზე, კუნთების შეკუმშვაზე, სისხლის შედედებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე, ჰორმონების სეკრეციაზე.
თუმცა, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესასრულებლად, ადამიანის ორგანიზმს, მასში არსებული კალციუმის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 1% სჭირდება. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებაზე ზრუნავს.
კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ. შესაბამისად, მისი მარაგი დღიდან დღემდე მცირდება. ორგანიზმს კალციუმის დამოუკიდებლად წარმოქმნა არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ.
კალციუმის ნაკლებობის სიმპტომებია: ტკივილი და კრუნჩხვები კუნთებში, გამუდმებით დაღლილობის შეგრძნება და უხასიათობა, სუსტი კბილები, უძილობა.
კალციუმის მარაგის შესავსებად საუკეთესო საშუალება ჯანსაღი კვებაა. კალციუმით მდიდარი საკვებია: რძე და რძის პროდუქტები, ბროკოლი, პარკოსნები, ნუში, ლეღვი, თევზი.
მტკიცე ძვლების ფორმირების შანსი ორგანიზმს მხოლოდ ბავშვობაში ეძლევა. ის, ვინც ამ ასაკში კალციუმის უკმარისობას არ განიცდის, ზრდასრულ ცხოვრებაში მრავალ პრობლემას იცილებს თავიდან.
რატომ? საქმე ის არის, რომ ორგანიზმი მუდმივად იღებს ძვლებიდან ცოტაოდენ კალციუმს და მას ახლით ცვლის. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება. თუ ამოღებული კალციუმის ჩალაგება ვეღარ ხდება, მაშინ ორგანიზმს, ექიმის დანიშნულებით, კალციუმის აბები უნდა დავახმაროთ.
ძვლის რეზორბციასა და დეპოზიციას (კალციუმის ამოღებასა და ჩალაგებას) შორის ბალანსი ასაკთან ერთად იცვლება. ბავშვებსა და მოზარდებთან რეზორბციას დეპოზიცია უსწრებს, საშუალო ასაკში ორივე პროცესი თანაბარი ტემპით მიმდინარეობს, ხანდაზმულებთან კი, ცხადია, რეზორბცია ჭარბობს. მაშასადამე, კალციუმის “დაგროვება” 20 წლამდე ხდება, 30 წლიდან კი “ხარჯვა” იწყება.
კალციუმი ქალებისთვის აუცილებელი ელემენტია, განსაკუთრებით ორსულობისას და 50 წელს გადაბიჯების შემთხვევაში
რაც უფრო მეტ კალციუმს დააგროვებთ, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის ხარჯვის პროცესი. თუმცა, ნურც 20 წლის შემდეგ ისხდებით გულხელდაკრეფილი – კალციუმის სათანადო ოდენობით მიღება და ფიზიკური აქტიურობა ძვლის კარგვის პროცესს შეანელებს და გაცილებით უმტკივნეულოს გახდის.
კალციუმის ნორმა ასაკზეა დამოკიდებული, საშუალო დღიური მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება:
6 თვემდე – 200 მგ
7-იდან 12 თვემდე – 260 მგ
1-იდან 3 წლამდე – 700 მგ
4-იდან 8 წლამდე – 1000მგ
9-იდან 13 წლამდე – 1300 მგ
14-იდან 18 წლამდე – 1300 მგ
19-იდან 50 წლამდე – 1000 მგ
51-იდან 70 წლამდე:
- მამაკაცებისთვის – 1000 მგ
- ქალებისთვის – 1200 მგ
კვლევა ორგანიზმში კალციუმის რაოდენობის დასადგენად შეგიძლიათ “მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის” ნებისმიერ ფილიალში ჩაიტაროთ.
Ჩვენი მისამართებია:
- ლუბლიანას N56
- ი. ჭავჭავაძის N41
- ქეთევან წამებულის N2
- ალ. ყაზბეგის N19გ
რეგიონები:
- ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N26
- ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის N28
- ზუგდიდი, კ. გამსახურდიას N132
- ფოთი, რუსთაველის რკალი N14/2
- ახალციხე, რუსთაველის N44ა
- თელავი, ვარდოშვილის N20
- ახალქალაქი, ნალბანდიანის N46