მიკოპლაზმა
მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკოპლაზმა იწვევს. მიკოპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც სამედიცინო კლასიფიკაციაში შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს შორის. მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. პარაზიტობს მასპინძელი ორგანიზმის უჯრედებზე, საიდანაც საკვებად საჭირო ნივთიერებებს იღებს. მიკოპლაზმა უმთავრესად ეკვრის ნაწლავების ეპითელიუმს, სასუნთქი და შარდსასქესო ტრაქტის ამომფენ ლორწოვან გარსს. აქედან გამომდინარე, ინფექციის კარიბჭეს რესპირატორული და შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი […]