ახალქალაქში, მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის რიგით მე-14 ფილიალი გაიხსნა
ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თაობის ავტომატური და ნახევრად ავტომტური ანალიზატორებით და პაციენტებს 200-ზე მეტ გამოკვლევას სთავაზობს დიაგნოსტიკის შემდეგ დარგებში: ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ჰემატოლოგია,იმუნოლოგია კოაგულოლოგია ,სეროლოგია. ლაბორატორია ასევე უზრუნველყოფს COVID-19-ის, როგორც PCR გამოკვლევას ასევე სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფას. მედიქალ ვორლდის ლაბორატორია წარმოადგენს მუდმივად განვითარებად, სერთიფიცირებულ სამედიცინო გამოკვლევების ცენტრს და დღეისათვის,საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია 9 ქალაქში